რუსმა ჩოგბურთელმა ამერიკიის ღია პირველობაზე კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო. მესამე წრეში მან უნგრელი ტიმიუ ბაბოში დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა და შარაპოვას გამარჯვებით, 6:7, 6:4, 6:1 დასრულდა. შემდეგ წრეში რუსი ჩოგბურთელი კენინი-ვიკერის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.