საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა "აკროპოლისის თასზე" მეორე შეხვედრაც მოიგო. ქართველებმა სერბები 68:66 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო. მან 21 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
ოთხთა ტურნირის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ საბერძნეთს ანგარიშით 72:71 მოუგეს.
ბოლო მატჩს ქართველები ხვალ იტალიასთან ჩაატარებენ.