საფეხბურთო კლუბმა ბარსელონამ ნეიმარის წინააღმდეგ ესპანეტის ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი შეიტანა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ბრაზილიელ ფორვარდმა კონტრაქტის დარღვევისთვის ბარსას 8,5 მილიონი დოლარი და კომპენსაციის სახით დამატებით ამ თანხის 10 პროცენტი უნდა გადაუხადოს. იმ შემთხვევაში, თუ ნეიმარი თანხას არ გადაიხდის, ამის გაკეთებას ბარსა ბრაზილიელის ახალი კლუბის, პარი სენ-ჟერმენისგან ითხოვს.