ევერტონის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ინგლისის ჩემპიონატში მე-200 გოლი გაიტანა. 31 წლის ფორვარდმა მანჩესტერ სიტის კარში შეაგდო. შეხვედრა მანჩესტერში გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ მაჩვენებლით რუნი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა. ლიდერობას კი უხვგოლიანობის რეიტინგში ალან შირერი ინარჩუნებს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ჩემპიონატში გატანილი 260 გოლით დაასრულა.