მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა უსეინ ბოლტმა სპორტული კარიერის დასრულება ლონდონის ელიტურ კლუბ DSTRKT-ში აღნიშნა. ამის შესახებ გამოცემა Mirror იტყობინება. მორბენალმა კლუბში 7030 გირვანქა სტერლინგი დახარჯა. ბოლტმა და მისმა მეგობრებმა Dom Pérignon-ის 5 შამპანური, ერთი ბოთლი არაყი, 3 ბოთლი კონიაკი, 25 ქილა ენერგეტიკული სასმელი და 18 ქილა კოკა-კოლა დალიეს. 13 აგვისტოს სპრინტერმა კარიერა ტრავმით დაასრულა და ფინიშამდეც ვერ მივიდა.