საკოლმეურნეო ტყე პრივატიზებას დაექვემდებარება. ამას ითავლსიწეინებს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. როგორც აგრარული კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ინიციატორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, დღემდე საკოლმეურნეო ტყეების გასხვისება არ ხდებოდა, რადგან ამას კანონი არ ითავლისწინებდა.
"არ მინდა ისე გაიგოთ, რომ საუბარია ტყის მასივის გასხვისებაზე. საკოლმეურნეო ტყე ყველასათვის კარგადაა ცნობილი რომ არის ისეთი ტიპის ტყე, რომელიც ხელოვნურადაა გაშენებული იმისათვის, რათა მოსახლეობამ მოიხმაროს სხვადასხვა მიზნით. ამიტომ დღის წესრიგში დადგა, რომ ასეთი საკოლმეურნეო ტყეები გაგვესხვისებინა და შეძენის შემთხვევაში მსურველს შესაძლებლობა ჰქონოდა საკუთარი ნების მიხედვით განეკარგა ეს ტყე, თუმცა იმ პირობით რომ სისტემატურად განაახლებდა მას და ახალ ხეებს დარგავდა", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
მისივე განმარტებით, ასეთ პრივატიზებულ ტყეში არ შეიზღუდება ადამიანების გადაადგილება და ნებისმიერ მსურველს პტივატიზებულ საკოლმეურნეო ტყეში კენკრის, ან კოსოს დაკრეფის საშუალება თავისუფლად მიეცემა.