მადრიდის რეალის გულშემატკივრები გუნდის ლიდერის, კრიშტიანო რონალდოს დისკვალიფიკაციას ორიგინალური ფორმით გააპროტესტებენ. ესპანეთის სუპერთასის განმეორებით შეხვედრაზე ისინი თეთრ დროშებს აწევენ. ამით ისინი პროტესტს მსაჯ რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას გამოუცხადებენ, რომელმაც სუპერთასის პირველ შეხვედრაში რონალდოს სიმულაციისთვის მეორე ყვითელი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. გაბრაზებულმა რონალდომ კი რეფერის ზურგში უბიძგა, რის გამოც ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.