უკვე მეორედ, მსოფლიოს უმდიდრეს სპორტსმენ ქალთა რეიტინგს სერენა უილიამსი ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა „ფორბსი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა ჩოგბურთელმა 2017 წელს 27 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილს რეიტინგში 12,6 მილიონით გერმანელი ჩოგბურთელი ანგელიკ კერბერი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი 12,2 მილიონით ამერიკელი ავტომბრბოლელი დანიკა პატრიკია.