ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრა „რეალმა“ მოიგო. სამეფო კლუბმა „ბარსელონა“ გასვლაზე 3:1 დაამარცხა. ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში პიკეს ავტოგოლით გაიხსნა. მესიმ ანგარიში პენალტით გაათანაბრა. ამის შემდეგ კი კატალონიელთა კარი კრიშტიანო რონალდომ და მარკო ასენსიომ აიღეს. სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა ოთხშაბათს „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართება. თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება რონალდო. პორტუგალიელს მსაჯმა სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.