საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ვიქტორ სანიკიძე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პასუხობს. Air Georgia-დ წოდებული ვიქტორ სანიკიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო მეგობრებო, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ - ბოლო დროინდელი (ზოგიერთის მხრიდან ) წამოსული ორაზროვანი შეკითხვებისა და აბსურდული კომენტარების გამო: - საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება, თითოეული ქართველი კალათბურთელისათვის საპატიო და საამაყოა, ამიტომაც მასზე უარს (საკუთარი ნებით) არასოდეს, არავინ ამბობს, ეს ხდება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და მეტიც, ხშირად (ფატალური შედეგების რისკის ფასადაც) დაუღალავად, სიხარულით, შემართებით, ირჯებიან ჩვენი ქვეყნის ღირსების დასაცავად და ეს ბევრმა არც იცის, ასე რომ, იმ აბსურდულ (აზრსაც ვერ ვუწოდებთ) რაც მუსირებდა გარკვეულ წრეებში, რბილად რომ ვთქვათ უმადურობაა, მეტი თუ არაფერი, ამ ბიჭების და (,,ოქროს თაობის,,) მიმართ, რომლებმაც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართული კალათბურთის ახალი ისტორია შექმნეს და თუ ახლა ისინი, არ არიან ნაკრების გვერდით, ეს ყველაზე მეტად (ტრავმებზე მეტადაც) თავად აწუხებთ და განიცდიან! ასე რომ მეგობრებო, მეტი სიზუსტე, რასაც ვწერთ და ვკითხულობთ, მეტი მადლიერება ერთმანეთისადმი და მეტი მხარდაჭერა ნაკრებისადმი, ყველა სპორტის სასახლეში, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს გუნდს!!!!#GOgeorgia
პ.ს. რათქმაუნდა ეს ეხება მხოლოდ, საზოგადოების იმ (მცირედ) ნაწილს, ვინც უსაფუძვლო ეჭვებს გამოთქვამდა, ,,გარკვეული მოთამაშეების,, მიმართ, რომ თითქოს ნაკრების წევრთა დანაკლისი, ტრავმიანობის კი არა, საკუთარი სურვილის საფუძველზე მოხდა, რაც უკვე განვმარტეთ, რომ სისულელეა აქვე, უღრმესი მადლობა ყველა გულშემატკივარს, იმ უდიდესი მხარდაჭერისათვის, რაც ჩვენი გუნდის წარმატების საწინდარია!#GNT
გმადლობთ ყურადღებისათვის!“, წერს ვიქტორ სანიკიძე.