ჩინური რესტორანი Trendy Shrimp-ი, რომელიც ქალაქ ლანჭოუში (ჩენცზიანის პროვინცია) მდებარეობს კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ გაატარეს, რაც რესტორანმა ქალებს მკერდის ზომის მიხედვით ფასდაკლების აქცია შესთავაზა.
ჩინური მედია წერს, რომ რესტორანი მსგავს აციებს აქამდეც აცხადებდა, რომელიც კლიენტების მკერდის ზომასთან პირდაპირ კავშირში იყო.
მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს რესტორანზე გამოკიდეს უზარმაზარი პლაკატი, სადაც საზოგადოებას აღნიშნული აქციის შესახებ ატყობინებდნენ.
მიმდინარე აქცია 5-დან 65%-მდე ფასდაკლებას ითვალისწინებს.
აღნიშნულ პლაკატს და ზოგადად აქციას დიდი გამოხმაურება მოყვა და რამდენიმე დღეში რესტორნის მენეჯმენტი იძულებული გახდა პლაკატი საერთოდ „გაექრო“.