აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოდან გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კლინტონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, საქართველოს ელჩმა აშშ-ში ბათუ ქუთელიამ, საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიამ და საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გააცილეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საპატიო ყარაულის მონაწილეობით საზეიმო გაცილება მოუწყვეს.
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯილარი კლინტონი თბილისში 11:40 საათზე ჩამოვიდა. დღესვე კლინტონი ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდა საქართველოს ლიდერ ქალებს. შეხვედრას 140 ლიდერი ქალი ესწორებოდა. ამის შემდეგ, ჰილარი კლინტონი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ესტუმრა.
სააკაშვილისა და კლინტონის შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც კლინტონმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარს უჭერს.
მანვე, თბილისიდან მოსკოვს მოუწოდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჰილარი კლინტონმა მიხეილ სააკშვილთან ერთად მეტეხის ხიდზე გაისეირნა და ძველი თბილისი დაათვალიერა. ვიზიტის ბოლოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" ოპოზიციის წარმომადგენელებს - ირაკლი ალასნიასა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა, სადაც ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
ჰილარი კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენელებს დაპირდა, რომ აშშ გამოყოფს თანხებს, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.
ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი 6 საათს გაგრძელდა. 18:00 საათზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა.