ვლადიმერ კლიჩკო დიდი სპორტიდან მიდის. პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ უკრაინელმა მოკრივემ დღეს განაცხადა.
„რამდენიმე კვირა დამჭირდა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო. როგორც პროფესიონალმა მოკრივემ, მე ყველაფერს მივაღწიე, რაზეც ვოცნებობდი. ახლა კი დადგა დრო სპორტული კარიერა დავასრულო,“-აცხადებს კლიჩკო.