პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ჩვენებას დღეს მისცემს. ესპანური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელი პოსუელო-დე-ალარკონის სასამართლოში დღეს მივა. ჩვენების მიცემა დახურულ რეჟიმში მოხდება. 32 წლის რონალდოს ბრალი გადასახადების დამალვაში ედება.