ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ სანდერლენდის ყოფილ ფეხბურთელს, ადამ ჯონსონს ციხეში ისლამის მიღება სურს. ამის შესახებ გამოცემა The Sun იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს ისლამის მიღებისკენ მუსლიმმა პატიმრებმა მოუწოდეს, რომლებიც მზად არიან ჯონსონი მისდამი მტრულად განწყობილი მსჯავრდებულებისგან დაიცვან. ადამ ჯონსონს არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა დასდეს ბრალად და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც ფეხბურთელი ირწმუნება, ციხეში მასზე თავდასხმა მზადდება.