მაიამიში გამართული საერთაშორისო ჩემპიონთა თასი ბარსელონას გამარჯვებით დასრულდა. კატალონიელებმა მადრიდის რეალი 3:2 დაამარცხეს.
ანგარიში მე-3 წუთზე მესიმ გახსნა. 4 წუთში მეორე ბურთი რეალის კარში ივან რაკიტიჩმა შეაგდო. მე-14 წუთზე მატეო კოვაჩიჩმა ანგარიში შეამცირა, შემდეგ კი მარკო ასენიომ ანგარიში გაათანაბრა. 50-ე წუთზე პიკემ გამარჯვების გოლი გაიტანა.