პერუს ყოფილი პრეზიდენტი ოლანტა უმალა და მისი მეუღლე ნადინ ერედია პოლიციამ დააპატიმრა. ისინი 18 თვეს საპყრობილეში გაატარებენ, მანამდე, სანამ ფულის გათეთრების ბრალდებაზე გამოძიება არ დასრულდება. ექსპრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ოლიანტა უმალა პრეზიდენტის პოსტს 2011-2016 წლებში იკავებდა.