პარიზელები დონალდ ტრამპის ვიზიტს აპროტესტებენ. თეთრი სახლის ლიდერს პროტესტი ასობით აქტივისტმა გამოუცხადა. აქციის მონაწილეებს შორის ახალგაზრდები სჭარბობდნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მათ პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან გასვლისა და ქალთა დისკრედიტაციის გამო გააკრიტიკეს. აქცია მშვიდობიანად დასრულდა.