საფრანგეთი მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. ფრანგები ბასტილიის აღების დღეს ზეიმობენ. სადღესასწაულო აღლუმს ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და საფრანგეთის პირველი ლედი დაესწრნენ. საპატიო სტუმრებს შორის იმყოფებოდა თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი და ამერიკის პირველი ლედი. ტრამპები პარიზს ორდღიანი ვიზიტით პრეზიდენტ მაკრონის მიწვევით სტუმრობენ.