ჩეჩნეთის ლიდერი მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. რამზან კადიროვის თქმით, სასამართლომ ზაურ დადაევს ხანგრძლივი პატიმრობა საეჭვო მტკიცებულებებით მიუსაჯა. ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ 5 ჩრდილოეთკავკასიელს განაჩენი გუშინ გამოუტანეს. მკვლელობის უშუალო შესრულებაში ბრალდებულ ზაურ დადაევს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.