სამი ადამიანი დაშავდა იერუისალიმში სროლის შედეგად. ინციდენტს სამართალდამცველებმა ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი პოლიციელებს ქალაქის შესასვლელში გაუხსნეს. საპასუხო სროლის შედეგად სამართალდამცველებმა სამი თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.