არგენტინაში კომპანია "პეპსის" თანამშრომლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. კომპანიის მუშებმა ქარხნის შენობა დაიკავეს. მათ პროტესტი წარმოების დახურვის გამო გამოთქვეს, რის შედეგადაც 600 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.