რუსეთის ანტიკორუფციული ცენტრის ხელმძღვანელ ალექსეი ნავალნის თავდასხმის საქმის გამოძიება შეჩერდა. ამის შესახებ ოპოზიციონერის ადვოკატს მოსკოვის პროკურატურამ აცნობა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, თავდამსხმელის ვინაობის დადგენა პოლიციამ ვერ შეძლო. უწყება საგამოძიებო კომიტეტისთვის საქმის გადაცემას არ აპირებს. ნავალნის თავს 27 აპრილს დაესხნენ. მას სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხეს, რის გამოც თვალის დამწვრობა მიიღო.