საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაიტედს ახალი ლიდერი ჰყავს. გუნდის კაპიტანი ნახევარმცველი მაიკლ კარიკი გახდა.
„ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. კლუბში თამაში 25 წლის ასაკში დავიწყე და იუნაიტედის რიგებში მე-12 სეზონს ვატარებ. თუმცა კაპიტნობა იმას არ ნიშნავს, რომ შევიცვლები და ჩემს თანაგუნდელებს ჭკუის სწავლებას დავუწყებ,“-აცხადებს კარიკი.