„რეალი“ კიდევ ერთ ფეხბურთელს შეელია. კოლუმბიელი ნახევარმცველი ჰამეს როდრიგესი მადრიდულმა კლუბმა მიუნჰენის „ბავარიას“ ორწლიანი იჯარით მისცა, რის შემდეგაც მიუნჰენური კლუბი ფეხბურთელს ოფიციალურად შეისყიდის. „ბავარიამ“ როდრიგესი იმ ფეხბურთელების სიაში შეიყვანა, რომლებიც 16 ივლისს ჩინეთში შეკრებაზე გაემგზავრებიან. კოლუმბიელი „რეალში“ 2014 წელს გადავიდა, 111 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.