მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ევერტონში უეინ რუნის გადასვლას ეხმაურება.
„საიდუმლო არაა, რომ წლების განმავლობაში რუნის გულშემატკივარი ვიყავი. ის იყო სამაგალითო პროფესიონალი და კლუბის ისტორიაში დიდხანს დარჩება. არ არის ადვილი, უყურებდე ფეხბურთელს, რომელიც ნაკლებს თამაშობს, ვიდრე სურს. ამიტომ, ვერ შევეწინააღმდეგე, როდესაც ევერტონში დაბრუნება მოისურვა. მისი გამოცდილება, კონცენტრაცია და პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა, დაგვაკლდება. მინდა მას წარმატებები ვუსურვო მომავალ კარიერაში,“-აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუნიმ მანჩესტერ იუნაიტედი ოფიციალურად დატოვა, დღეს დილით გავრცელდა. ევერტონში რუნი 2004 წლამდე თამაშობდა, სანამ მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდოდა.