ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა იქორწინა. მისი რჩეული ესპანელი მოდელი, 23 წლის ხოანა სანსი გახდა. ქორწილი წყვილმა იბიცაზე გადაიხადა. 34 წლის ალვეში იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. კარიერა მან შესაძლოა მანჩესტერ სიტის ან პარი სენ ჟერმენის შემადგენლობაში განაგრძოს.