ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც კვირაში მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს. ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი“ იტყობინება. მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზე კრიშტიანო რონალდოა, რომელიც კვირაში 365 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. მესის კატალონიურმა ბარსელონამ კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივა.