ესპანური ატლეტიკოს ფეხბურთელებმა სიმსივნით დაავადებულ თანაკლუბელს, იერაია ალვარესს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ თავი გადაიხოტრეს. ალვარესს მძიმე დიაგნოზი ივნისში დაუსვეს, რის გამოც მას ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების დატოვება მოუხდა. ფეხბურთელს ქიმიოთერაპიის კურსს ჩაუტარებენ.