19- წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა შვედები 2:1 დაამარცხა. მატჩი ლოკომოტივის სტადიონზე ჩატარდა. ანგარიში შეხვედრის მესამე წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, მეორედ კი მეტოქის კარი გიორგი ჩაკვეტაძემ 31-ე წუთზე აიღო. მეორე ტაიმის დასაწყისში შვედებმა ერთი ბურთის გაქვეთა შეძლეს. მესამე ტურის შეხვედრა 8 ივლისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჩეხებს დაუპირისპირდება.