შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯე ფედერერმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში მან უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი დაამარცხა და დიდი შლემის ტურნირებზე 85-ე გამარჯვება მიითვალა. წინა რეკორდი 84 მოგებული შეხვედრით ამერიკელ ჯიმი კონორსს ეკუთვნის.