ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, რომელიც რუსული მხარის მიწვევით მოსკოვში იმყოფება, პუტინს ფენომენად მიიჩნევს. ვრცელი ინტერვიუ მან გამოცემა RT-ს მისცა.
„პუტინი ფენომენია. ვფიქრობ, ჰუგო ჩავესისა და ფიდელ კასტროს შემდეგ ის დანიელ ორტეგასა და ევო მორალესთან ერთად ე.წ. უმაღლეს ლიგას წარმოადგენს. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჩვენს პლანეტაზე უამრავ ადამიანს მშვიდობა მოუტანოს. რაც შეეხება ტრამპს, ის ჩემთვის უფრო კომიქსებისა და მულტფილმების გმირია. როდესაც მას ტელევიზორში ვხედავ, სხვა არხზე გადავრთავ-ხოლმე,“-განაცხადა მარადონამ.