ჯერომ ბარსონის ოჯახი ვინუს უილიამსს სასამართლოში უჩივის. 78 წლის მოხუცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. საქმეში ცნობილი ჩოგბურთელიც ფიგურირებს, რომელიც ცოლ-ქმარ ბარსონების მანქანას საკუთარი ავტომობილით დაეჯახა. პოლიცია ირწმუნება, რომ ავარია უფროსი უილიამსის მიზეზით მოხდა, რომელმაც მოხუცებს გზა არ დაუთმო. სასამართლო უწყება ჩოგბურთელს ჯერ არ მისვლია. მისთვის ჯერ არც ბრალდება წაუყენებიათ.