2017 წლის 21 აგვისტოს, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი მზის სრული დაბნელებით დაიფარება. კონტინენტის ჩრდილოეთში მყოფ ნებისმიერ ადამიანს საშუალება აქვს დააკვირდეს ბუნების ამ იშვიათ მოვლენას. მთვარე მთლიანად დაფარავს მზის გამოსახულებას. მზის სრული კორონას დანახვა შესაძლებელი იქნება სალემში, ორეგონში, ჩარლსტონსა და სამხრეთ კაროლინაში. ე.წ. „მზის დაბნელების ბილიკის“ გარეთ მყოფი ადამიანები შეძლებენ დაინახონ მზის დისკი, რომელიც მთვარით ნაწილობრივ იქნება დაფარული.
ბოლო 99 წლის განმავლობაში, მზის სრული დაბნელება მთლიანად ამერიკის კონტინენტს მოიცავს. ნასა ამ მოვლენისათვის განსაკუთრებულად ემზადება.
სატელევიზიო და ინტერნეტ მაყურებლები 11 საჰაერო ხომალდის მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალის ასევე საერთაშორისო საჰაერო სადგურებზე აღბეჭდილ ფოტეობს გაეცნობიან.
მოვლენის პირდაპი ტრანსლაციას, 21 აგვისტოს, „ჯი-ეიჩ-ენ“-ი ფეისბუქ გვერდზე შემოგთავაზებთ.