კონფედერაციის თასის ნახევარფინალში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკა დიდი ანგარიშით დაამარცხა. გერმანელებმა მექსიკელები სოჭის ფიტშის არენაზე 4:1 გაანადგურეს. ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე ლეონ გორეცკმა გახსნა. 2 წუთში მან ანგარიში ორამდე გაზარდა. მესამე გოლი მექსიკელთა კარში ტიმო ვერნერმა შეაგდო. შეხვედრის 89-ე წუთზე მექსიკელებმა ერთი ბურთი გაქვითეს. 90-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ამინ იუნესმა დააფიქსირა. თასის ფინალში გერმანიის ნაკრები ჩილეს შეხვდება. ფინალური შეხვედრა 2 ივლისს სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.