პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდომ ახლადშეძენილ ტყუპებთან გადაღებული პირველი ფოტო ინსტაგრამზე დადო. ცნობილია მათი სახელებიც. ჩვილებს მეთიუ და ევა დაარქვეს. ტყუპები რონალდოს სუროგატმა დედამ გაუჩინა. მათ გამო ფეხბურთელი კონფედერაციის თასის ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. მესამე ადგილისთვის მატჩში ის მონაწილეობას აღარ მიიღებს.