პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ რუსეთიდან სამშობლოში გაემგზავრა. ამის შესახებ გამოცემა Marca იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ კონფედერაციის თასზე მესამე ადგილისთვის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზი ტყუპები გახდა, რომელიც ფეხბურთელს ტურნირის მსვლელობისას შეეძინა.
“მე ყოველთვის სხეულსა და სულს ვდებდი ეროვნულ ნაკრებში. სამწუხაროდ, ჩვენს მთავარ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში გულშემატკივარს არაერთხელ გავახარებთ. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ბავშვებს პირველად ვნახავ,"-წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე."
კონფედერაციის თასის ნახევარფინალში პორტუგალიელებმა ჩილესთან პენალტების სერიაში წააგეს. მატჩის გმირი ჩილელთა გოლკიპერი ბრავო გახდა, რომელმაც სამი პენალტი მოიგერია.