კონფედერაციის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პორტუგალია ჩილეს ეროვნულ ნაკრებს ყაზან-არენაზე დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. გუნდებმა ანგარიშის გახსნა ვერც დამატებით დროში შეძლეს. შეხვედრის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მატჩის გმირი ჩილელთა მეკარე გახდა. კლაუდიო ბრავომ პორტუგალიელებს სამი პენალტი აუღო და ჩილეს ეროვნული ნაკრები ფინალში გაიყვანა.