პორტუგალიელი მცველი რაფაელ გერეირუ კონფედერაციის თასის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი რუსეთთან შეხვედრაში მიღებული ტრავმა გახდა. გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერც პეპე დაეხმარება. ნახევარფინალური მატჩი ყაზან-არენაზე დღეს გაიმართება. პორტუგალიელები ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ფინალის საგზურისთვის გერმანია და მექსიკაც იბრძვიან. მეორე ნახევარფინალური მატჩი ხვალ სოჭში ფიშტის სტადიონზე ჩატარდება.