ამერიკის კალათბურთის ეროვნულმა ასოციაციამ 2016/17 წლის საუკეთესო მოთამაშედ „ოკლაჰომას“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი აღიარა. გასულ სეზონზე უესტბრუკმა მატჩში საშუალოდ 31,6 ქულა მოაგროვა, 10,7 მოხსნა მიითვალა და 10,4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი დამაჯერებელი თამაში დაეხმარა „ოკლაჰომას“ პლეი-ოფში გასვლაში, თუმცა პირველივე წრეში ოკლაჰომელები „ჰიუსტონთან“ დამარცხდნენ. უესტბრუკს კლუბმა ახალი 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.