რა განსხვავებაა ავიაბილეთსა და ჩასხდომის ბარათს შორის? - განმარტებები დამწყები მოგზაურებისთვის.
ავიაბილეთი (airline ticket) - ესაა დოკუმენტი, რომელსაც ყიდულობთ ავიაკომპანიისგან ან ტურისტული სააგენტოს მეშვეობით და რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ შეიძინეთ მგზავრობა კონკრეტული რეისით.
ყველა ავიაბილეთში მოცემულია ინფორმაცია:
მგზავრის სახელი და გვარი, ავიაკომპანია, გაფრენისა და დანიშნულების ადგილები, დრო, შეძენილი ბარგის რაოდენობა, ჯავშნის ნომერი, ბილეთის ნომერი და ა.შ.
ჩასხდომის ბარათს (boarding pass) კი ავიაკომპანიისგან იღებთ რეგისტრაციის (ჩექინის) გავლის შემდეგ. ესაა დოკუმენტი, რომელიც მგზავრს უფლებას აძლევს, შევიდეს აეროპორტის შეზღუდული დაშვების ტერიტორიაზე და შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე.
ჩასხდომის ბარათის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აეროპორტში, ზოგ შემთხვევაში კი ონლაინ, ავიაკომპანიის ვებგვერდზე.
ჩასხდომის ბარათი შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თარიღი, რეისის ნომერი, გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილები, ჩასხდომის დაწყებისა და გაფრენის დრო, თქვენი ადგილი თვითმფრინავში და ა.შ.
წყარო: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი