მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს მამა გარდაეცვალა. 79 წლის ფელიქს მოურინიო მძიმე ავადმყოფობამ იმსხვერპლა. ახალგაზრდობაში ფელიქს მოურინიო ცნობილი ფეხბურთელი იყო. მან კარიერა სეტუბალის ვიტორიაში დაიწყო და პორტუგალიის თასი ორჯერ მოიგო. 1968-1974 წლებში ის ბელენენსიშის შემადგენლობაში გამოდიოდა. 80-იან წლებში ფელიქსი ამავე კლუბში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მამის კლუბებში თამაშობდა უმცროსი მოურინიოც. 1981-82 წლებში ის რიუ-ავეს, 1982-83 წლებში კი ბელენენსიშის შემადგენლობაში გამოდიოდა.