გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა კონფედერაციის თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გერმანელებმა კამერუნელები 3:1 დაამარცხეს. გერმანელთა შორის თავი ტიმო ვერნერმა და კარემ დემირბაიმ გამოიჩინეს. ვერნერმა შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. გერმანელთა კარში კი გოლი ვენსან აბუბაქარმა შეაგდო. კამერუნელებმა თამაში კაცნაკლულებმა დაასრულეს. 64-ე წუთზე მსაჯმა უხეში თამაშისთვის ერნესტ მაბუკი გააძევა.