პორტუგალიის ეროვნული ნაკრები კონფედერაციის თასის ნახევარფინალში მოხვდა. მესამე ტურის შეხვედრაში პორტუგალიელებმა ახალი ზელანდია 4:0 დაამარცხეს. თავისი გოლი გაიტანა რონალდომ, რომელმაც პენალტი უნაკლოდ შეასრულა. ახალზელანდიელთა კარში ბერნარდუ სილვამ, ანდრე სილვამ და ნანიმაც გაიტანეს.