რუსეთის ეროვნული ნაკრები კონფედერეაციის თასის ტურნირს გამოეთიშა. ყაზან-არენაზე რუსებმა მექსიკელებთან 1:2 წააგეს. ანგარიში შეხვედრის 25-ე წუთზე ალექსანდრ სამედოვმა გახსნა, 5 წუთში ნესტორ არაუხომ გაათანაბრა, 52-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ირვინ ლოსანომ დააფიქსირა.