კატალონიული ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესი პატიმრობას გადაურჩა. ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ მას 21 თვიანი პატიმრობა სოლიდური ჯარიმით შეუცვალა. ფეხბურთელს 252 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა, მისმა მამამ კი 180 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. მამა-შვილს პროკურატურა 4,1 მილიონი ევროს გადასახადის დამალვაში ადანაშაულებდა.