კატალონიური ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესი ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად შეაფასეს. არგენტინელს Trofeo Aldo Rovira-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა, რომელსაც ყოველწლიურად კატალონიელი სპორტული ჟურნალისტები აწესებენ. გასულ სეზონში მესიმ ბარსელონას მაისურით 52 შეხვედრა ჩაატარა და 54 გოლი გაიტანა.