ახლადაღმოჩენილი KELT-9b პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა 7800 გრადუსი ცელსიუსია. ეს პლანეტა დღემდე აღმოჩენილ თითქმის ყველა ვარსკვლავზე ცხელია. ციური სხეული ლურჯი ტიპის KELT-9 ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობს, რომელიც სულ რაღაც 300 მილიონი წლისაა. მეცნიერები ვარაუდობენ რომ რამდენიმე მილიონ წელში KELT-9 ვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის გახდება.
„ეს არის ნასას აღმოჩენების ისტორიაში ყველაზე ცხელი და გაზირებული პლანეტა“- განაცხადა სკოტ გაუდიმ, ასტრონომმა და ოჰაიოს ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორმა.
KELT-9b 2,8 ჯერ მძიმეა ვიდრე ჩვენი მზის სიტემის უდიდესი პლანეტა იუპიტერი, თუმცა 2-ჯერ პატარაა მასით. პლანეტა KELT-9b მზეზე ორჯერ დიდი და ცხელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლანეტას პატარა რადიუსი აქვს, რაც მისი ვარსკვლავის სიახლოვისა და პლანეტარული რესურსის სწრაფი აორთქლებითაა გამოწვეული.
KELT-9b კელტის ტელესკოპით აღმოაჩინეს. ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში ასტრონომებმა წვეთის ფორმის ჩრდილი შენიშნეს რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ სამოძრაო ტრაექტორია KELT-9 ვარსკვლავის წინ გადაიკვეთა. დაკვირვებამ უჩვენა, რომ 0,5%-იანი ფერის ცვალებადობა ყოველ 1,5 დღეში ხდება, რაც იმას ნიშნავს რომ პლანეტა წლიურ ცირკულაციას დღე-ნახევარში ასრულებს.