უახლოეს ხანებში ბაჰრეინის სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სტუმრად იმყოფებოდა ბაჰრეინის დელეგაცია შაიხ ფერას ალ ხალიფა და სტიუარტ ჰოლერი. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ყაველაშვილი უძღვებოდა, ხოლო ბაჰრეინის მხრიდან - შეიხ ფერას ალ ხალიფა.
მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების პარაფირება განხორციელდა, რომელიც მალე ოფიციალურად გაფორმდება.