გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KFW) მიერ ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოსაწერიგებლად გამყოფილი 45 მლნ ევროს განკარგვის მექანიზი შეიცვალა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი გვინდაძემ განუცხადა, მთავრობამ ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის დაფინანსების მექანიზმი შეცვალა.
პროექტის თანახმად, გერმანული მხარის მერ გამოყოფილი თანხიდან 35 მლნ. ევრო ბათუმში, ხოლო 10 მლნ. ევრო ხელვაჩაურში კომუნალური სისტემების რეაბილიტაციისათვის უნდა დახარჯულიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელვაჩაურში ინფრასტრუქტირის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი 10 მლნ ევრო საჭირო არ იყო და ამიტომ მორჩენილი თანხა ბათუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დაიხარჯება.
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის მოსაწერიგებლად ხელშეკრულება 2008 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულდა, რომის მიხედვითაც გერმანულმა მხარემ პროექტის დაფინანსება 45 მლნ ევროს ოდენობით გადაწყვიტა.